Wednesday, November 11, 2009

პროექტი

პროექტის სახელი: ვიყენებთ კომპიუტერს.
პროექტის მოკლე აღწერა:კომპიუტერის გამოყენებით მონაცემთა ანალიზი,სტატისტიკა,ცხრილებისა და დიაგრამების შედგენა.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გამოკითხვის მეთოდით მოიპოვებენ მონაცემებს, VIII კლასის მოსწავლეების მიერ ერთი თვის განმავლობაში მეცადინეობაზე დახარჯული დროის შესახებ.შ ეადგენენ მონაცემების ცხრილს(დრო,წუთებში).
მიღებული რიცხვებიდან უმცირესითა და უდიდესით განსაზღვრულ შუალედს დაყოფენ ტოლი სიგრძის 9 ინტერვალად გამოითვლიან თითოეულ ინტერვალში ,,მოხვედრილ მოსწავლეთა" ოდენობა (სიხშირე),ფარდობითი სიხშირე(გამოსახული პროცენტებით)და ააგებენ სვეტოვან დიაგრამას.გამოიყენებენ პროგრამა ,,EXCEL"-ს.
იმსჯელებენ, იქნებ სჯობს დროის ამ შუალედის უფრო მეტი ან ნაკლები ოდენობის ინტერვალებად დაყოფა? თუ გადაწყვეტენ ცვლილებას, გამოთქვამენ თავიანთ აზრს,შეცვლიან პროგრამაში შესაბამის მონაცემებს და ხელახლა გამოთვლიან სიხშირეებს,ფარდობით სიხშირეებს, ააგებენ დიაგრამას.
მონაწილეთა ასაკი:14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:ერთი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:დისკუსიის გამართვა კლასის აკადემიური მოსწრების შესახებ , მოძიებული მონაცემების მიხედვით.
მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიწაფებიან პროგრამა ,,EXCEL"-ის გამოყენებაში.შექმნიან ბლოგს.
სარგებელი სხვისთვის: მოპოვებულ მონაცემებს განათავსებენ ბლოგზე.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინფორმატიკა,მათემატიკა : მოიპოვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
ფასილიტატორი :თინიკო ჭაბუკიანი.
ფასილიტატორის ელ-ფოსტა:tiniko74@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tiniko-chabukiani.blogger.com